ქვეყანაში ჟურნალისტების უფლებების დარღვევაზე სპეციალური განცხადება გააკეთეს საზოგადოებრივი ასამბლეა წევრებმა. სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები მედიის უფლებათა დამცველ საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებს მიმართავენ.
მოითხოვენ, რომ მედიის უფლებათა დამცველმა ორგანიზაციებმა შეაფასონ საქართველოში ივანიშვილის რეჟიმის მიერ კრიტიკული ჟურნალისტების წარმომადგენლების წინააღმდეგ მიზანმიმართული დევნა და რეპრესიები.
ამასთან, საზოგადოებრივი ასამბლეა მესამე სექტორს მოუწოდებს, გამოიყენოს ყველა ლეგიტიმური საშუალება, რომლითაც მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ სპეციალური დანიშნულების რაზმების მიერ არაპროპორციული ძალის გამოყენებისა და ჟურნალისტების ციხეში გამოკეტვის საქმეებს გამოიძიებს.