ბათუმის „დინამო“ დღეს ბოლო ტესტმატჩს უკრაინულ „ვორსკლასთან“ გამართავს

14 თებერვალი 2025, 10:04 272 ნახვა

თურქეთში საწვრთნელ შეკრებაზე მყოფი ბათუმის „დინამო“ დღეს კიდევ ერთ ამხანაგურ მატჩს გამართავს. ზღვისპირელთა მეტოქე ამჯერად პოლტავის „ვორსკლა“ იქნება.

შეგახსენებთ, რომ „დინამომ“ ექვსი ამხანაგური მატჩი უკვე გამართა და ექვსივეში დამარცხდა. ბათუმურმა გუნდმა მხოლოდ 4 გოლის გატანა მოახერხა, 23 კი გაუშვა.

„დინამოსა“ და „ვორსკლას“ მატჩი დღეს თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება და მას აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ, რის გამოც 18:00 საათიანი საინფორმაციო გამოშვება „მთავარი“ ეთერში არ გავა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში