თურქულმა ავიაციამ ქურთების პოზიციები დაბომბა

26 აპრილი 2017, 00:00 2342 ნახვა

თურქეთის ავიაძალებმა რესპუბლიკის სამხრეთ-აღმოსავლეთსა და ერაყის ჩრდილოეთში 12 ქურთი მებრძოლი მოკლეს. თურქი სამხედროების ინფორმაციით, ავიათავდასხმების სამიზნე რეგიონი ზაპი გახდა. განადგურდა ტერორისტების კუთვნილი თავშესაფარი.

გუშინ თურქულმა ავიაციამ სინჯარის რეგიონსა და სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთში 70 ქურთი სამხედრო მოკლა. გაერომ ავიათავდასხმების გამო მწუხარება გამოთქვა და განაცხადა, რომ თურქული ავიაცია საერთაშორისო კოალიციის ნებართვის გარეშე მოქმედებდა. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი