საქართველოს გზა ევროკავშირისკენ აფხაზეთზე გადის - ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ საქართველოში უნგრეთის ელჩთან შეხვედრისას განაცხადა.
უწყების ინფორმაციით, ლევან მგალობლიშვილმა ანა მარია შიკოსთან საუბრისას ქვეყნის სამშვიდობო პოლიტიკურ კურსსა და პროცესში აფხაზეთის საკითხის ჩართულობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა უნგრეთის მთავრობის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის პოლიტიკის მიმართ.