მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა ტურისტული სეზონის წინ

26 აპრილი 2017, 00:00 3815 ნახვა

აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ელგუჯა ბაგრატიონმა ქობულეთის სანაპიროს არასახარბიელო მდგომარეობაზე საუბრობს. ბაგრატიონის თქმით მთავრობა მილიონებს ხარჯავს რეგიონის რეკლამირებისთვის,  სინამდვილეში კი ქობულეთში თამარ მეფის სანაპიროს ინფრასტრუქტურა ტურისტული სეზონისთვის გაუმართავია. დეპუტატმა ზურაპ პატარაძეს მიმართა, გააკონტროლოს ქობულეთში არსებული მდგომარეობა. მთავრობის პრესსამსახურში აცხადებენ რომ აღნიშნულზე პასუხს ქობულეთის თვითმმართველობა გასცემს. გამგებელი კი განმარტავს, რომ კონკრეტული სანაპირო ივნისის დასაწყისისთვის მოწესრიგდება. განთავსდება ახალი სკამები, ურნები, და საკანალიზაციო სისტემის მოწყობითი სამუშაოებიც დროულად დასრულდება.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი