პატრიოტთა ალიანსის წარმომადგენლები ქობულეთში სოფელ ჭახათის მოსახლეობას შეხვდნენ და ადგილობრივების პრობლემები მოისმინეს. მოსახლეობამ სოფელში გზებსა და სოციალურ პრობლემებზე ისაუბრა.
ირმა ინაშვილის განცხადებით, მოსახლეობასთან შეხვედრები სხვადასხვა რეგიონში მიმდინარეობს და პრობლემების გადაჭრის გზებს პარტია კანონპროექტებში ასახავს.