ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი კაია კალასის და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისარი მარტა კოსი საქართველოში არსებული სიტუაციის შესახებ განცხადებას ავრცელებენ სადაც ვკითხულობთ რომ ძალადობაზე პასუხისმგებელი პირები უნდა დაისაჯონ.
განცხადებაში არის მოწოდება საქართველოს ხელისუფლების მიმართ, გაათავისუფლოს ყველა უსამართლოდ დაკავებული ჟურნალისტი, აქტივისტი და პოლიტიკური ნიშნით დაკავებული, უზრუნველყოს დიალოგი ყველა პოლიტიკურ ძალასთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.
ამასთან, განცხადებაში აღინიშნება, რომ ნდობისა და დიალოგის აღსადგენად არც ერთი ვარიანტი არ უნდა გამოირიცხოს.