პირველი ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი, რომლითაც დაკავებული მიგრანტები გუანტანამოს ყურეში გადაჰყავთ, კუბაში დაეშვა - განაცხადეს აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა. გავრცელებულ ფოტოებზე სამხედრო თვითმფრინავში ხელბორკილებიანი მიგრანტების ჩასხმის მომენტია აღბეჭდილი.
ტრამპმა პენტაგონსა და საშინაო უსაფრთხოების დეპარტამენტს გუანტანამოს ბაზაზე 30 ათასზე მეტი მიგრანტისთვის დაკავების ცენტრის გაფართოება დაავალა.
სამხედრო ფრენები ძვირადღირებული გზაა მიგრანტების გადასაყვანად. გვატემალაში გასულ კვირას თითო მიგრანტის გადასაყვანად აშშ-ს მინიმუმ 4 ათას 675 დოლარი დაუჯდა.