აჭარის უმაღლეს საბჭოში ტიტე აროშიძეს ლაშა სირაბიძე ჩაანაცვლებს

05 თებერვალი 2025, 13:05 238 ნახვა

აჭარის უმაღლეს საბჭოში ტიტე აროშიძეს ლაშა სირაბიძე ჩაანაცვლებს. სირაბიძე „ქართული ოცნების“ პარტიული სიით, აროშიძის მომდევნო ნომერია და მან  დეპუტატის მანდატზე თანხმობა უკვე განაცხადა.

ლაშა სირაბიძის თანხმობის შესახებ, დღეს ბიუროს სხდომაზე გახდა ცნობილი. ბიუროს წევრებმა, აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის მიერ, სირაბიძესთან დაკავშირებით გადაგზავნილ დოკუმენტაციაზე იმსჯელეს და განსახილველად იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტს გადასცეს.

იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტს, ლაშა სირაბიძის კანდიდატურის შესახებ დასკვნის მოსამზადებლად ვადა ხუთშაბათს ეწურება. პარასკევს კი, ტიტე აროშიძის ადგილმონაცვლის კანდიდატურას უკვე რიგგარეშე სხდომაზე, კენჭისყრაზე დააყენებენ.

ტიტე აროშიძე, რომელსაც ლაშა სირაბიძე ჩაანაცვლებს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელემწიფო უნივერსიტეტის რექტორია. თავად ლაშა სირაბიძე კი ამ დროისთვის აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებს.  

 
ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში