აქცია ბათუმში

04 თებერვალი 2025, 19:59 127 ნახვა

საპროტესტო ტალღა არ წყდება ქვეყანაში. შიმშილობს 4 პირი, რომლებიც ასევე საპროტესტო აქციების დროს სხვადასხვა ბრალდებით დააკავეს. მათ შორის არის "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი, რომლის გათავისუფლების მოთხოვნითაც ბათუმში აქციები გრძელდება.
აჭარის მთავრობისა და საკონსტიტუციო სასამართლოს შენობების მიმდებარედ გაშლილ კარვებში მე-6 ღამე გაათიეს აქციის მონაწილეებმა.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში