საგზაო უსაფრთხოება

25 აპრილი 2017, 00:00 3372 ნახვა

პროექტის „საზოგადოებრივი პროკურატურა“ ფარგლებში,   კამპანია „არ დაარღვიო საგზაო  მოძრაობის წესები“ გრძელდება.  მოსწავლეებისთვის ავტოსაგზაო დარღვევების  პრევენციის მიზნით, კამპანიის ფარგლებში, სალიბაურის მეორე საჯარო სკოლაში შეხვედრა გაიმართა.

რაიონული პროკურატურის წარმომადგენლებმა, ავტოსაგზაო შემთხვევების დროს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე, ასევე, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის გამომწვევ მიზეზებსა და ქმედებებზე ისაუბრეს. საუბარი ავტოსაგზაო შემთხვევებსაც  შეეხო. პროკურატურის წარმომადგენლებმა, მართვის მოწმობის მიღების მსურველ ახალგაზრდებს, პასუხისმგებლობის  გათავისებისკენ მოუწოდეს.  

შეხვედრის ბოლოს ავტოსაგზაო დარღვევებსა და სატრანსპორტო დანაშაულებზე, მძღოლების პასუხისმგებლობასა და საფრთხეებზე, მძღოლების თეორიულ და პრაქტიკულ უნარ-ჩვევებზე დისკუსია გაიმართა.  

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი