მზია ამაღლობელის საქმე - მმართველი გუნდის კომენტარი

01 თებერვალი 2025, 19:56 97 ნახვა

ქართული ოცნების წარმომადგენელი ირაკლი ქადაგიშვილი გამოეხმაურა პროცესებს მისი თქმით პოლიციელზე თავდასხმა ყველა სახელმწიფოში ითვლება მძიმე დანაშაულად, თუმცა, ამ შემთხვევაში, მზია ამაღლობელის ქმედება განპირობებული იყო სახელმწიფო ინსტიტუტების დაკნინებით და შეურაცხყოფის მიყენებით, რასაც რადიკალური ოპოზიცია მთელი ეს პერიოდია სჩადის.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, მზია ამაღლობელის შიმშილობა წმინდა პოლიტიკური ხასიათის აქტია. ქადაგიშვილი მოუწოდებს მასაც და მის მხარდამჭერებსაც, ეს თემა არ გამოიყენონ პოლიტიკურ ზვარაკად და შეწყვიტოს შიმშილობა.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში