„წითელი ნუსხით“ დაცული წაბლის სახეობის სამასალე მერქნის უკანონოდ მოპოვების ფაქტი გამოვლინდა - სატყეო სააგენტო

31 იანვარი 2025, 10:09 106 ნახვა

ეროვნული სატყეო სააგენტოს იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სახელმწიფო ტყეში, 5 კუბურ მეტრამდე „წითელი ნუსხით“ დაცული წაბლის სახეობის სამასალე მერქნის უკანონოდ მოპოვების ფაქტი გამოავლინეს.

უწყების ცნობით, უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე ზესტაფონის „საქმიან ეზოშია“ გადატანილი.

„წაბლი „წითელი ნუსხით“ დაცული სახეობაა. საქმე სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა. გარემოს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა, რომლის დაანგარიშებაც მიმდინარეობს“, - აღნიშნა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა კახა ცერცვაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში