Madrid Fusión 2025-ზე საქართველოს კულინარიულ ტურისტულ პოტენციალს ეცნობიან. გასტრო კონგრესზე საქართველოს 4 შეფ-მზარეული: გურამ ბაღდოშვილი, დავით ნარიმანიშვილი, დადუნა ღლონტი და ირაკლი თოდაძე წარადგენენ. გასტრო კონგრესზე წარმოდგენილია მადრიდში მდებარე ქართული რესტორანი ნუნუკა.
შეფ-მზარეულები მულტიფუქციურ სცენაზე მასტერკლასებს ატარებენ. შეფ-მზარეულები კონგრესის მონაწილეებს, კულინარიის საერთაშორისო ექსპერტებს ქართულ სამზარეულოს, მრავალფეროვან კერძებსა და ქართულ გასტრონომიულ ტრადიციებს აცნობენ.
3 დღის განმავლობაში, დღეში ორჯერ, მსოფლიოში ყველაზე გავლენიან გასტრო კონგრესზე ქართული კერძების მასტერკლასი და ღვინის დეგუსტაცია იმართება.