მოსკოვი ვაშინგტონიდან ტრამპი-პუტინის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით სიგნალს ელოდება - პესკოვი

27 იანვარი 2025, 13:39 196 ნახვა

მოსკოვს ვაშინგტონისგან ჯერ არ მიუღია სიგნალები  პუტინ- ტრამპს შორის შესაძლო მომავალ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით. ამის შესახებ რუსეთის ლიდერის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ შეხვედრის შესაძლებლობას, როგორც წესი, სახელმწიფოს მეთაურები განიხილავენ იმ დროს, როცა მიზანშეწონილად მიაჩნიათ მოლაპარაკებების ორგანიზება.

პესკოვის თქმით, რუსულ მხარე  მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნას ინარჩუნებს.  

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში