დონალდ ტრამპის განცხადება

26 იანვარი 2025, 11:58 135 ნახვა

აშშ-ის პრეზიდენტმა არაბულ სახელმწიფოებს ღაზის სექტორიდან პალესტინელი ლტოლვილების მიღებისკენ მოუწოდა. დონალდ ტრამპის განცხადებით, წინადადება უკვე განიხილა იორდანიის მეფესთან სატელეფონო საუბრისას, ხოლო დღეს აღნიშნულის განხილვას გეგმავს ეგვიპტის პრეზიდენტთანაც. ტრამპმა იორდანიის მეფე შეაქო, რადგან ქვეყანამ უკვე მიიღო პალესტინელი ლტოლვილები. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ამ სიტუაციაში ურჩევნია, ითანამშრომლოს ზოგიერთ არაბულ ქვეყანასთან, რათა ააშენოს საცხოვრებელი სახლები პალესტინელი ლტოლვილებისთვის ღაზას სექტორის გარეთ, „სადაც ისინი მშვიდობიანად იცხოვრებენ“.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში