დონალდ ტრამპის ბრძანებით, მექსიკის ყურეს ოფიციალურად დაერქვა ამერიკის ყურე

25 იანვარი 2025, 16:31 204 ნახვა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ბრძანებით, მექსიკის ყურეს სახელი ოფიციალურად შეეცვალა და ამერიკის ყურე დაერქვა.

ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს.

„პრეზიდენტის ბრძანების თანახმად, მექსიკის ყურე ოფიციალურად იქნება ცნობილი, როგორც ამერიკის ყურე და ჩრდილოეთ ამერიკის უმაღლეს მწვერვალს ექნება სახელი მაკკინლის მთა. ეს ცვლილებები კიდევ ერთხელ ადასტურებს ერის ვალდებულებას, შეინარჩუნოს შეერთებული შტატების არაჩვეულებრივი მემკვიდრეობა“, – ნათქვამია აშშ-ის შინაგან საქმეთა დეპარტამენტის განცხადებაში.

დონალდ ტრამპმა შესაბამის ბრძანებას 20 იანვარს მოაწერა ხელი. მან აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ, წინა საარჩევნო პერიოდში, რამდენჯერმე ისაუბრა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში