აჭარაში ფსიქიატრიულ საავადმყოფოს რეაბილიტაცია ჩაუტარდა

24 აპრილი 2017, 00:00 6926 ნახვა

ფსიქიატრიული საავადმყოფოს არასათანადო და შეუსაბამო ოთახები საქართველოს სახალხო დამცველის "ფსიქიატრიული დაწესებულების მონიტორინგის ანგარიშში" არაერთხელ მოხვდა. ნანუაშვილის რეკომენდაციის მიხედვით გისოსებიანი კარისა და ფანჯრის არსებობა მიუღებელია რადგან ის ციხესთან და სადამსჯელო საკანთან ასოცირდება, ეს ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო რის გამოც აჭარის ფსიქიატრიული საავადმყოფოს რეაბილიტაცია ინვესტორმა გისოსების მოხსნით დაიწყო.  

  

პროექტის ფარგლებში  ფსიქიატრიული საავადმყოფოს შენობას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. შენობა ახალი მაღალტექნოლოგიური დანადგარებით  აღიჭურვა. მოეწყო ბიბლიოთეკა, პაციენტთათვის მოსასვენებელი ოთხები და ქალთა და მამაკაცთა განყოფილებაში თანამედროვე ტიპის საიზოლაციო პალატები.                                                                       

 სამედიცინო დაწესებულებამ მიკროავტობუსიც შეიძინა, რასაც კლინიკა ამბულატორიული მომსახურებისთვის გამოიყენებს. რემონტისთვის დაახლოებით ასი ათასი ლარი დაიხარჯა, ამდენივე თანხა გამოიყო ტექნიკური აღჭურვილობისთვის. ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ამ დროისთვის, მკურნალობის კურსს  165 ბენეფიციარი გადის.  ფსიქიატრიული კლინიკა პირობიან აუქციონით გასხვისდა. მფლობელი ვალდებულია საავადმყოფოს პროფილი 50 წლით შეუნარჩუნოს.                                                               

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი