დონალდ ტრამპი ჩინეთთან პარტნიორობას იმედოვნებს

23 იანვარი 2025, 22:41 104 ნახვა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ჩინეთის როლი მსოფლიო პოლიტიკაში მნიშვნელოვანია მას შეუძლია  ამერიკას რუსეთ-უკრაინის ომის შეჩერებაში დაეხმარება.

„სი ძინპინმა დამირეკა. ვფიქრობ, ჩვენ კარგი ურთიერთობა გვექნება. ჩვენ მუდამ კარგი ურთიერთობა გვქონდა. ვიმედოვნებთ, რომ კარგად ვიმუშავებთ და შევთანხმდებით. იმედია, ჩინეთი დაგვეხმარება ომის შეჩერებაში, კერძოდ, რუსეთ-უკრაინის ომის, რადგან მათ დიდი გავლენა აქვთ ამ სიტუაციაზე“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

 დონალდ ტრამპმა შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის არსებულ ურთიერთობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მას ჩინეთთან თანაბარი ურთიერთობა სურს.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი