მოზარდმა აშშ-ში ნეშვილის საშუალო სკოლაში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა 16 წლის მოსწავლეს, მეორე დაჭრა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა- აცხადებენ ადგილობრივი ოფიციალური პირები. გავრცელებული ინფორმაციით, 17 წლის თავდამსხმელმა ცეცხლი გახსნა ანტიოქიის საშუალო სკოლის კაფეტერიაში. არსებული ინფორმაციით, მსროლელი სკოლის აქტიური მოსწავლე იყო. პოლიცია მკვლელობის მოტივს იძიებს.