გიორგი გახარია პროკურატურაში იმყოფებოდა

22 იანვარი 2025, 20:04 111 ნახვა

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ თბილისის პროკურატურა დატოვა. გახარია უწყებაში დაახლოებით სამი საათის განმავლობაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა.
თბილისის პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ გახარიას მედიასთან გამოკითხვის დეტალებზე კომენტარი არ გაუკეთებია. მისი თქმით, ამ თემაზე ხვალ ბრიფინგს გამართავს.
გიორგი გახარიას გამოკითხვა, სავარაუდოდ, 15 იანვარს „შერატონ ბათუმში“ მომხდარ ინციდენტს უკავშირდება. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

ნატა ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი