ლოს-ანჯელესის ოლქის უმეტეს ნაწილში სკოლებში სწავლა განახლდება

13 იანვარი 2025, 09:14 85 ნახვა

ლოს-ანჯელესში სავალდებულო ევაკუაციის ზონების გარდა  ყველა სკოლა და ოფისი  გაიხსნება-ამის შესახებ გაერთიანებული სასკოლო ოლქის ხელმძღვანელმა განაცხადა. მეხანძრე-მაშველები უკვე მეექვსე დღეა ცდილობენ ხანძრის კერების ლოკალიზებას.  ამჟამად  ხანძრის ორი კერის ჩაქრობას ცდილობენ.

მასშტაბური ხანძრის გამო ლოს-ანჯელესში სკოლების დახურვამ  429 ათასი  მოსწავლე დააზარალა. სულ მცირე 24 ადამიანი იმსხვერპლა სტიქიამ, - აცხადებს  კალიფორნიის გუბერნატორი და მსხვერპლთა რიცხვის გაზრდას არ გამორიცხავს. 

ცეცხლმა  გაანადგურა ათასობით საცხოვრებელი სახლი და ასი ათასზე მეტი ადამიანი აიძულა საცხოვრებელი ადგილი დაეტოვებინა.

ოფიციალური განცხადებით,  12 ათას 300 შენობა-ნაგებობა დაზიანდა ან განადგურდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში