იტალიის პრემიერ-მინისტრი უკრაინის პრეზიდენტს შეხვდა

10 იანვარი 2025, 10:05 104 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტი იტალიის პრემიერ- მინისტრს შეხვდა. ჯორჯია მელონსა და ვოლოდიმირ ზელენსკის საუბარი რომში შედგა.

იტალიის მთავრობის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, მელონიმ დაგმო რუსეთის მხრიდან ბოლოს განხორციელებული დაბომბვები, სოლიდარობა გამოუცხადა დაღუპულთა ოჯახებს და კიდევ ერთხელ დაადასტურა იტალიის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში