ესპანეთის სანაპირო დაცვამ გადაარჩინა 85 მიგრანტი, რომლებიც კანარის კუნძულებიდან 7 მილის დაშორებით ნავით მოძრაობდნენ. სანაპირო დაცვამ მიგრანტები გრან-კანარიის კუნძულის არგინეგინის პორტში.
აფრიკის ატლანტის ოკეანის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროსთან ესპანეთის შვიდი კუნძული არალეგალური მიგრანტების შედინებას ებრძვის, რომლებიც ძირითადად მალიდან, სენეგალიდან და მაროკოდან არიან.
ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ბოლო მონაცემებით, ესპანეთში 2024 წელს 73 პროცენტით გაიზარდა არალეგალური მიგრაცია და ქვეყანაში ჩასულ არალეგალურ მიგრანტთა რაოდენობამ 46 ათას 843 ადამიანი შეადგინა.