საქართველოში დღეს გლოვის დღეა

09 იანვარი 2025, 12:10 93 ნახვა

ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, გალის რაიონის სოფელ საბერიოში ხანძრის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად დღეს საქართველოში გლოვის დღეა. გლოვის დღესთან დაკავშირებით დროშები დაშვებულია ყველა სახელმწიფო უწყებაზე.
საქართველოს სახელმწიფო დროშები დაეშვა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე ასევე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების შენობებზეც.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში