როინ კვასხვაძემ ბათუმის „დინამო“ დატოვა

08 იანვარი 2025, 12:42 154 ნახვა

როინ კვასხვაძემ ბათუმის "დინამო" დატოვა. მადლობა დიდებულად ჩატარებული მატჩებისთვის, მადლობა პროფესიონალიზმისთვის, ერთგულებისთვის და საქართველოს ჩემპიონობისთვის.
წარმატებას გისურვებთ ცხოვრების ახალ ეტაპზე", - წერია ბათუმის "დინამოს" ოფიციალურ გვერდზე.კვასხვაძე ბათუმის დინამოში 2023 წელს, "ტორპედოდან" გადავიდა.
ქუთაისურ კლუბში სამ სხვადასხვა პერიოდში ითამაშა და 2017 წელს მთავარი როლი შეასრულა ჩემპიონის ტიტულის მოგებაში.
ქვეყნის მთავარი ჯილდო მოგებული აქვს ასევე ბათუმის "დინამოსა" და ორჯერ "ზესტაფონის" შემადგენლობაში. არის საქართველოს თასი მფლობელი "ტორპედოსთან" ერთად. გარდა ამ გუნდებისა, ითამაშა ასევე კვიპროსულ კლუბებში - "ოთელოსსა" და "პაფოსში".

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში