სამხრეთ კორეაში ხელისუფლებას ჩამოშორებული პრეზიდენტის დაპატიმრება ვერ შეძლეს

03 იანვარი 2025, 09:31 199 ნახვა

სამხრეთ კორეაში ხელისუფლებას ჩამოშორებული პრეზიდენტის, იუნ სუკ იოლის დაპატიმრების გეგმა ჩაიშალა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, რეზიდენციის მიმდებარედ პოლიციამ სპეცდანიშნულების 45 რაზმი და 2700-მდე სამართალდამცავი პირი განალაგა, თუმცა პრეზიდენტის რეზიდენციასთან ათასობით მხარდამჭერი შეიკრიბა, რის გამოც მისი დაპატიმრება ვერ შეძლეს.

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც სასამართლომ ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტის დაკავების ორდერი გასცა, მას შემდეგ რაც ის მესამედაც არ გამოცხადდა დაკითხვაზე.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში