ვლადიმერ პუტინმა დონალდ ტრამპის გუნდის სამშვიდობო გეგმა არ მიიღო - ომის შემსწავლელი ინსტიტუტი

27 დეკემბერი 2024, 11:54 136 ნახვა

ვლადიმერ პუტინმა დონალდ ტრამპის გუნდის მიერ უკრაინაში მშვიდობის შესახებ შემუშავებული წინადადება არ მიიღო. ინფორმაციას ომის შემსწავლელი ინსტიტუტი ავრცელებს. უწყების ცნობით, პუტინმა პირდაპირ უარყო ტრამპის გუნდის წინადადება, რომლის მიხედვითაც ომის დასრულების პირობა უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების სულ მცირე 10 წლით გადადება იყო. ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ გუშინ ტრამპის გუნდის იდეაზე პუტინმა განაცხადა, რომ არ აქვს მნიშვნელობა უკრაინა ნატო-ს „დღეს შეუერთდება, ხვალ თუ 10 წელიწადში“.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში