მოლდოვის 2024-2034 წლების თავდაცვის ეროვნულ სტრატეგიაში, რუსეთი მთავარ საფრთხედ არის დასახელებული.

27 დეკემბერი 2024, 11:54 84 ნახვა

მოლდოვის პარლამენტმა მომდევნო 10 წლისთვის თავდაცვის ეროვნული სტრატეგია დაამტკიცა, სადაც რუსეთი მთავარ საფრთხედაა დასახელებული. მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს შორის ხანგრძლივი დებატებისა და დაპირისპირების ფონზე 2024-2034 წლების თავდაცვის სტრატეგიის განხილვის შემდეგ, დოკუმენტში მთავარ საფრთხეებად ის გარემოებებია მითითებული, რომლებიც რუსეთის ფაქტორთან არის დაკავშირებული. მათ შორის არის ომი უკრაინაში და ომის გაფართოების რისკი მოლდოვის ტერიტორიაზე, ასევე რუსეთის მხრიდან ჰიბრიდული თავდასხმები. დოკუმენტში ეს საფრთხეები ქვეყნისთვის ეგზისტენციალურ საფრთხეებად არის განსაზღვრული. აქვე აღნიშნულია, რომ ნატო ამჟამინდელი გეოპოლიტიკური გარემოებების პირობებში, აგრესიის შეკავებაში გადამწყვეტ როლს ასრულებს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში