ხულოს მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 35 475 000 ლარით განისაზღვრა, რაც 2024 წელს დამტკიცებულ ბიუჯეტთან მიმართებაში 5 861 300 ლარით მეტია. 
პრიორიტეტები, რომელთა დაფინანსებაც ხულოს მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტით არის გათვალისწინებული:
	- ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია - 12 901 963 ლარი;
- დასუფთავება და გარემოს დაცვა - 1 702 498 ლარი;
- განათლება - 6 986 103 ლარი;
- კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობა და სპორტი - 4 245 104 ლარი;
- ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა - 3 536 264 ლარი.
 
 
                                
                                
                                
                                    
                                                                    
                                                                                    
                                                                                
                                                                                             აჭარის მაუწყებელი  
                                                 სოც. ადმინისტრატორი