პოლიტიკური განცხადებები აჭარის უმაღლეს საბჭოში

19 დეკემბერი 2024, 17:48 245 ნახვა

2024  წლის  საშემოდგომო სესიის ბოლო პლენარული სხდომა ოპოზიციის მონაწილეობის გარეშე უმაღლეს საბჭოში პოლიტიკური განცხადებებით  გაიხსნა. „ქართული ოცნების“  დელეგატებმა ბოლო დროს  ქვეყანაში მიმდინარე პროცესები შეაფასეს. საბჭოს წევრებმა   საქართველოს პრეზიდენტი გააკრიტიკეს და მის  ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლას სამარცხვინო უწოდეს.

რაც შეეხება საპროტესტო აქციებს,  რომელიც ქვეყანაში 22-ე დღეა მიმდინარეობს, მათი  განცხადებით, მოხდა არასწორი ინტერპრეტაცია  პრემიერ მინისტრის განცხადების, სადაც მან ისაუბრა 2028 წლამდე  ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დროებით შეჩერებაზე, რამაც მათი თქმით  უსაფუძვლო პროტესტი გამოიწვია საზოგადოებაში.

დელეგატები ვერც საპარლამენტო არჩევნების ხელახალი ჩატარების საფუძველს ვერ ხედავენ. მათ  ასევე აღნიშნეს, რომ ხელისუფლებას ევროპული კურსი არ შეუცვლია და საზოგადოების გახლეჩვაში მათივე თქმით  დიდ როლს ასრულებს ოპოზიცია და  სალომე ზურაბიშვილი. 

რაც შეეხება აქციაზე დაშვებულ მოქალაქეებს, მედიის წარმომადგენლებსა და სამართალდამცავებს,  უმაღლესი საბჭოს უმრავლესობის წარმომადგენლების განცხადებით, დემონსტრანტები ძალადობრივი გზით  თავს დაესხნენ პოლიციელებს და ადგილი ჰქონდა პროვოკაციებს. ისინი გმობენ ნებისმიერ ძალადობას და მიიჩნევენ, რომ   დანაშაული შესაბამისმა ორგანოებმა უნდა გამოიძიონ. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში