ნეთანიაჰუს განცხადება

18 დეკემბერი 2024, 11:09 205 ნახვა

ისრაელის პრემიერ მინისტრმა ჟურნალისტებთან ბრიფინგი სირიის ჰერმონის მთის წვერზე გამართა, სტრატეგიულ ადგილზე, რომელიც გადაჰყურებს დამასკოს. „ჩვენ დავრჩებით ამ მნიშვნელოვან ადგილას მანამ, სანამ არ მოიძებნება სხვა შეთანხმება, რომელიც უზრუნველყოფს ისრაელის უსაფრთხოებას“-განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ისრაელმა პირობა დადო, რომ გააორმაგებს თავის მოსახლეობას ოკუპირებულ გოლანის მაღლობებზე და თქვა, რომ სირიიდან საფრთხე შენარჩუნებულია  მიუხედავად ამბოხებულების ლიდერების ზომიერი განცხადებებისა, რომლებმაც ერთი კვირის წინ  პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადის მთავრობა დაამხეს. ისრაელმა ასადის დაცემის შემდეგ განახორციელა მასშტაბური საჰაერო თავდასხმები სირიის სამხედრო ობიექტებზე. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში