ინდოეთის დედაქალაქში ტოქსიკური სმოგის გამო სკოლები დაიხურა

17 დეკემბერი 2024, 13:29 146 ნახვა

ინდოეთის დედაქალაქში ძლიერი სმოგია.  ხელისუფლებამ ორჯერ გაამკაცრა შეზღუდვები დედაქალაქისა და მისი მიმდებარე რეგიონებისთვის, რათა თავიდან აიცილოს   ჰაერის ხარისხის გაუარესება. ნიუ დელიში ჰაერის ტემპერატურა ცელსიუსით  5,9 გრადუსამდე დაეცა, რის გამოც ქალაქი ტოქსიკური ნისლით დაიფარა. დაიხურა სკოლები. სწავლა ონლაინ რეჟიმში გრძელდება. 

სამთავრობო უწყებებსა და ყველა ოფისში დასაქმებულთა 50%-ს სახლიდან მუშაობის უფლება მისცეს. ქალაქში დროებით შეჩერდა სამშენებლო სამუშაოები.

კვლევების თანახმად, მსოფლიოს 15 ყველაზე დაბინძურებული ქალაქიდან 14 ინდოეთში მდებარეობს.

სმოგთან დაკავშირებული დაავადებები ქვეყანაში ყოველწლიურად მილიონი ადამიანის ნაადრევი სიკვდილის მიზეზი ხდება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში