დიდთოვლობის შედეგები მაღალმთიანეთში 

14 დეკემბერი 2024, 13:18 260 ნახვა

დიდთოვლობის გამო შეფერხებებია მაღალმთიანეთში. ამ ეტაპზე იწმინდება ადმინისტრაციულ ცენტრებთან მისასვლელი გზები. თოვლის საფარი დაბალ ზონაში 50 სმ-ია, ხოლო მაღალი ზონის სოფლებში 1 მეტრს აჭარბებს.

ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში, დიდთოვლობამ ელექტრო-ენერგიის მიწოდებაში შეზღუდვები გამოიწვია.

დაზიანებულია "ენერგო-პრო ჯორჯიას" ელექტროგადამცემი ხაზები და კომპანიის ინფრასტრუქტურა, რის გამოც სამივე მუნიციპალიტეტში დროებით შეზღუდულია ელექტროენერგიის მიწოდება.

აღდგენითი სამუშაოები დილიდან აქტიურად მიმდინარეობს.

პროცესში ჩართული არიან როგორც ადგილობრივი ტექნიკური ბრიგადები, ასევე დამატებითი ჯგუფები სხვა რეგიონებიდან.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში