სასამართლოში ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის დეკანისა და დაკავებული სტუდენტების პროცესი მიმდინარეობს - შენობის გარეთ მხარდამჭერებია შეკრებილი

11 დეკემბერი 2024, 13:50 310 ნახვა

ბათუმის საქალაქო სასამართლოში, ხელოვნების უნივერსიტეტის დეკანისა და ოთხი სტუდენტის პროცესი მიმდინარეობს. სხდომის დაწყებამდე დაკავებულების მხარდასაჭერად, სტუდენტები, ლექტორები და საზოგადოების წარმომადგენლები შეიკრიბნენ. 

ადვოკატის განცხადებით, პროკურატურა დაკავებულების მიმართ პატიმრობის გამოყენებას ითხოვს, დაცვის მხარის მოთხოვნა კი მათი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებაა.

შეგახსენებთ, რომ დეკანი და სტუდენტები, ბათუმში ჯგუფურად ჩადენილ ძალადობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 9 დეკემბერს დააკავეს.

ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით ბათუმის საქალაქო სასამართლოს პროკურატურამ მიმართა.

 
მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში