ორკვირიანი პროტესტი 

11 დეკემბერი 2024, 10:02 213 ნახვა

უკვე 2 კვირაა თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში მოქალაქეები „ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებები არ გაიხსნება. უწყვეტი აქციების მე-13 ღამეს თბილისში ისევ საქართველოს პარლამენტთან შეიკრიბნენ.  მანამდე კი აქცია შს სამინისტროსთანაც გამართეს, დემონსტრანტებმა აქციებზე დაშავებულთა ფოტოები მიიტანეს და მათი გათავისუფლება მოითხოვეს.

28 ნოემბრიდან დღემდე პოლიციამ თბილისსა და სხვა ქალაქებში აქციების 400-ზე მეტი მონაწილე დააკავა, მათ შორის დაახლოებით 30 სამართლის ბრალდებით. დაკავებულთა ადვოკატების განცხადებით, მათგან უმეტესობა ნაცემია. აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა ხელახალი არჩევნების ჩატარებაა.

პარალელურად აქცია მიმდინარეობდა ბათუმშიც. მოქალაქეებმა ქუჩებში მსვლელობა გამართეს, ტრადიციულად საკონსტიტუციო სასამართლოსთან და აჭარის მთავრობის სახლთან შეიკრიბნენ.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში