საპროტესტო აქცია თბილისი

09 დეკემბერი 2024, 12:10 226 ნახვა

12 დღიანი უწყვეტი პროტესტი ქვეყანაში. ხელახალი არჩევნების ჩატარებისა და ევროკავშირთან ურთიერთობის გადახედვის მოთხოვნით საპროტესტო აქციები არ წყდება. მოსახლეობა  ქართული ოცნების იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებს, რომლის მიხედვითაც 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკება არ გაიხსნება.
ასევე მოთხოვნებს დაემატა აქციებზე დაკავებული პირების გათავისუფლების მოთხოვნა./ გვიან ღამით დასრულდა აქცია თბილისში რუსთაველის გამზირზე.  თავდაპირველად აქცია რესპუბლიკის მოედანზე დაიწყო, სადაც ჟურნალისტებზე და ოპერატორებზე თავდასხმა გააპროტესტეს.
აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან გადაინაცვლეს, სადაც საახალწლო ნაძვის ხის მონტაჟი მიმდინარეობდა და კონსტრუქციაზე დაშავებული ადამიანების ფოტოები , ასევე საქართველოს, ევროკავშირის, შეერთებული შტატების და უკრაინის დროშები ჩამოკიდეს. თბილისის მერია აქციის მონაწილეებს მოუწოდებდა ნაძვის ხეზე მათივე უსაფრთხოებისთვის არ ასულიყვნენ და ირგვლივ სამართალდამცველები განალაგეს. 

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში