ირანში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

18 აპრილი 2017, 00:00 2392 ნახვა

ირანში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, წყალდიდობამ 35 ადამიანი იმსხვერპლა. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია 25 გარდაცვლილის შესახებ. სტიქიამ ყველაზე დიდი ზარალი დასავლეთ და აღმოსავლეთ აზერბაიჯანის პროვინციებს, ასევე, ქურდისტანისა და ზენჯანის რაიონებს მიაყენა. სამაშველო სამუშაოები სტიქიური უბედურების ზონაში ამ დრომდე გრძელდება.

ამავე კატეგორიაში