ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტური დასრულდა

28 ნოემბერი 2024, 08:18 103 ნახვა

ოთარ კიტეიშვილის გრაცის „შტურმმა“ ჩემპიონთა ლიგაზე ესპანური „ჟირონა“ 1:0 დაამარცხა და გათამაშებაში პირველი გამარჯვება მოიპოვა.

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ჩემპიონთა ლიგის მთავარი ეტაპის მე-5 ტურის მატჩში ავსტრიის ჩემპიონის ძირითად შემადგენლობაში იყო, მან გუნდი მოედანზე კაპიტნის სამკლავურით გაიყვანა.

„ლივერპულმა“ მადრიდის „რეალი“ 2:0 დაამარცხა. სხვა შეხვედრები კი ასე დასრულდა: „ასტონ ვილა-„იუვენტუსი“ 0:0; „ბოლონია“-„ლილი“ 1:2; „სელტიკი“-„ბრიუგე“ 1:1; ზაგრების „დინამო“-„დორტმუნდი“ 0:3; „მონაკო“-„ბენფიკა“ 2:3; „ეინდჰოვენი“-„შახტარი“ 3:2.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში