ეზოების კეთილმოწყობის საკითხი

26 ნოემბერი 2024, 14:04 111 ნახვა

ქობულეთში 9-აპრილის ქუჩაზე დევნილთა საერთო საცხოვრებელი ეზოს რეაბილიტაციისთვის მომავალ წელს ბიუჯეტში  350 000 ათასი ლარია გათვალისწინებული. მრავალბინიანი ეზოების და სკვერების რეაბილიტაციას მოსახლეობა წლებია ითხოვს.

პროექტის ფარგლებში შეიცვლება ქვაფენილები, გარე განათების სისტემა, მოეწყობა ბავშვთა გასართობი ატრაქციები, ტრენაჟორები. მერიის ინფორმაციით, ქობულეთში 20-ზე მეტ მრავალბინიან ეზოს ჩაუტარდა სრული რეაბილიტაცია.

პროექტი 2025 წელსაც გაგრძელდება.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი