ბუდუ ზივზივაძე Kicker-მა სიმბოლურ გუნდში დაასახელა

26 ნოემბერი 2024, 10:54 54 ნახვა

ბუდუ ზივზივაძე გერმანიის მეორე ბუნდესლიგის მე-13 ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.  საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა „გროიტერ ფიურტთან“ გასვლით მატჩში „კარლსრუეს“ გამარჯვებაში 3:2 მთავარი როლი ითამაშა, რადგან სამივე გოლში პირდაპირ მონაწილეობდა.

ქართველი თავდამსხმელი Kicker-ის ტურის სიმბოლურ გუნდში უკვე მესამედ მოხვდა. ბუდუ ზივზივაძე 9 გოლითა და 2 საგოლე გადაცემით მეორე ბუნდესლიგის თანაბომბარდირია.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი