ბათუმის ბულვარში ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედნის რეაბილიტაცია დასრულდა

21 ნოემბერი 2024, 20:18 300 ნახვა

ბათუმის ბულვარში ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედნის რეაბილიტაცია დასრულდა. სამუშაოების ფარგლებში შეიცვალა ხელოვნური საფარი, რეაბილიტირდა განათება, განხორციელდა სამღებრო სამუშაოები და უსაფრთხოების მიზნით გათვალისწინებული ღონისძიებები.
სპორტული მოედნის რეაბილიტაციისთვის 78 ათასი ლარი დაიხარჯა. ბათუმის მერიის ინფორმაციით წელსვე, ბულვარის ტერიტორიაზე გაიხსნა 1102 მაყურებელზე გათვლილი, ახალი, თანამედროვე სტანდარტის ქვიშის მოედანი, რომელიც საერთაშორისო ღონისძიებებს მასპინძლობს. ბიუჯეტი - 300 ათასი ლარია.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში