დღეს დასავლეთ საქართევლოში თბილი და მზიანი ამინდი მთელი დღის განმავლობაში შენარჩუნდება, ბათუმში ტემპერატურა +22, +27 გრადუსამდე მოიმატებს, თუმცა ხვალიდან ამინდი შეიცვლება და ბათუმში მცირე მოღრუბლულობა დაფიქსირდება, თუმცა ტემპერატურის ვარდნა არ არის ნავარაუდევი. 18 აპრილსაც, ბათუმში 25 გრადუსამდე ტემპერატურა იქნება, ღამით მოსალოდნელია 13 გრადუსი სითბო.
ღრუბლიანობა იქნება ქობულეთშიც, ტემპერატურა 24 გრადუსამდე გათბება.
რაც შეეხება მაღალმთიან აჭარას, მთაშიც თბილა, ტემპერატურა +18 +23 გრადუსი იქნება.
ამინდი იცვლება 19 აპრილს, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი. 20 აპრილს მზიანი და თბილი ამინდია მოსალოდნელი.