სარაგბო კლუბმა "ბათუმმა" შინ რუსთავის "ხარები" დაამარცხა

16 ნოემბერი 2024, 18:56 137 ნახვა

სარაგბო კლუბმა “ბათუმმა” რაგბი დიდი 10-ის მე-9 ტურის შეხვედრაში რუსთავის “ხარებს” უმასპინძლა და მეტოქე, დამაჯერებელი ანგარიშით, 16:0 დაამარცხა.

პირველი ნახევარი მასპინძლებმა, სერგი ჩხაიძის სამი ზუსტად შესრულებული ჯარიმით 9:0 მოიგეს. მეორე ნახევარში, ბათუმელებმა თავის მონაგარს ერთი საჯარიმო ლელო მიუმატეს და მიმდინარე სეზონში, ზედიზედ, მესამე გამარჯვება მოიპოვეს.

ამრიგად, 9 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ, „ბათუმი“ რაგბი დიდი 10-ის სატურნირო ცხრილში 24 ქულით, მე-5 პოზიციაზე იმყოფება.

მომდევნო შეხვედრას ირაკლი ნინიძის გუნდი 1 დეკემბერს შინ „ხვამლთან“ გამართავს.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში