დღეს საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურის მატჩში უკრაინის ნაკრებს ბათუმში უმასპინძლებს.
ეროვნული ნაკრები ბათუმში 2023 წლის მარტის მერე პირველად ითამაშებს.
საქართველოს ნაკრებს უკრაინასთან ურთიერთშეხვედრებში ძალიან უარყოფითი ბალანსი აქვს: 10 მატჩი, 0 მოგება, 3 ფრე, 7 წაგება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის B დივიზიონის პირველ ჯგუფში ოთხი ტურის შემდეგ 6 ქულით მეორე ადგილზეა. ჯგუფს 7 ქულით ჩეხეთი ლიდერობს, ალბანეთს 6 ქულა აქვს, ხოლო უკრაინას - 4.
საქართველოსა და უკრაინის ნაკრებების მატჩი ''ბათუმი არენაზე'' 21:00 საათზე დაიწყება.
პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.