სტუდენტების პროტესტი

15 ნოემბერი 2024, 14:01 81 ნახვა

ხელახალი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტების ნაწილი  პროტესტს აგრძელებს. ისინი ფოიეში რჩებიან და დღეს 18 საათზე დაგეგმილი აქციისთვის ემზადებიან. სტუდენტების მოთხოვნებს უერთდება ლექტორების ნაწილი, ასევე პროტესტს მხარს უჭერენ სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები. 

აქციის მონაწილეებმა მთელი ღამე უნივერსიტეტის ფოიეში გაათენეს,  მათი განმარტებით, ქართულმა ოცნებამ სხვადასხვა მეთოდით არჩევნები გააყალბა და ახლა საზოგადოერბივ პროტესტს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.  ისინი ამ პროცესში უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა ნაწილის ჩართულობაზე საუბრობენ.

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში