შუახევის ახალგაზრდები მუნიციპალიტეტისთვის

14 ნოემბერი 2024, 19:54 442 ნახვა

შუახევის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს პროექტის „საქართველოს მუნიციპალური მრჩეველთა საბჭოების შესაძლებლობების გაძლიერების” მეორე ეტაპი.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში ორი დღის განმავლობაში შუახევის მერის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო აქტიურად მუშაობდა სამოქმედო გეგმისა და ბიუჯეტის შედგენაზე, რის შედეგად შეიქმნება კონკრეტული და რეალიზებადი გეგმები, რომლებიც საბჭოს წევრებმა უნდა წარადგინონ გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან.
პირველი პროექტები მრჩევლებმა ხელმძღვანელ პირებს პრეზენტაციის სახით უკვე წარუდგინეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი