ლიმაში აპეკის სამიტის წინ საპროტესტო მსვლელობები გაიმართა

14 ნოემბერი 2024, 08:43 207 ნახვა

პერუს დედაქალაქ ლიმაში აპეკის სამიტის წინ  საპროტესტო  მსვლელობები მოეწყო. დემონსტრანტები  ქვეყანაში მზარდ ძალადობას და სუსტ უსაფრთხოებას აპროტესტებდნენ.  ისინი სპეცრაზმს დაუპირისპირდნენ, როდესაც მსვლელობა კონგრესის შენობას მიუახლოვდა.

პარალელური მსვლელობა სან მარტინის მოედანზე მოეწყო, სადაც ასევე მოხდა შეტაკებები მომიტინგეებსა და წესრიგის დამცველებს შორის.

პარალელურად პრეზიდენტის  სასახლეში, პრეზიდენტმა დინა ბოლუარტემ ვიეტნამის პრეზიდენტი  მზის ორდენით დააჯილდოვა, რათა აღენიშნათ დიპლომატიური ურთიერთობების 30 წელი.    

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი