ევროკავშირის 8 ქვეყნის დელეგაციის ვიზიტი - საგარეო საქმეთა მინისტრის გამოხმაურება

12 ნოემბერი 2024, 10:50 205 ნახვა

ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების დელეგაციის ვიზიტს, საქართველოში გამართულ შეხვედრებს და გაკეთებულ განცხადებებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი აფასებს.

ილია დარჩიაშვილმა აღნიშნა, რომ პარტნიორებმა აუცილებლად უნდა მოისმინონ და გაიზიარონ ყველა ის გამოწვევა, რომელიც  ქვეყანას აქვს.

მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო და ქვეყნის ხელისუფლება ყოველთვის მზადაა კონსტრუქციული დიალოგისთვის. 

ამასთან დარჩიაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს ჰყავს ძალიან ბევრი პარტნიორი, რომლებიც ყოველთვის მზად არიან მოისმინონ არგუმენტები.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში