ოპოზიციის ყოფნით წინა პარლამენტს არაფერი შემატებია, ისინი საკუთარ ამომრჩეველსაც არ სცემენ პატივს - რატი ბრეგაძე

09 ნოემბერი 2024, 17:42 226 ნახვა

იუსტიციის მინისტრ, რატი ბრეგაძის განცხადებით, ოპოზიციის ყოფნით წინა პარლამენტს არაფერი შემატებია, არ იღებდნენ მონაწილეობას საპარლამენტო საქმიანობაში.

მინისტრის შეფასებით, ოპოზიცია საკუთარ ამომრჩეველსაც არ სცემს პატივს.

„სიმართლე გითხრათ, ოპოზიციის ყოფნით წინა პარლამენტში, პარლამენტს ბევრი არაფერი შემატებია. ოპოზიციის წარმომადგენლობის აბსოლუტური უმრავლესობა, პრაქტიკულად, არ ესწრებოდა სხდომებს და არ იღებდა მონაწილეობას პარლამენტის საქმიანობაში, რითაც ატყუებდა საკუთარ ამომრჩეველს. მათი მხრიდან არ გამიგია არცერთი საქმიანი კითხვა და როდესაც ისინი დასვამდნენ კითხვას, გადიოდნენ დარბაზიდან და მინისტრის საათზეც, არაერთხელ შევსწრებივარ ამ გარემოებას. პარლამენტის ტრიბუნას იყენებდნენ, მხოლოდ, საკუთარი ვიწრო პარტიული-მერკანტილური ინტერესების დასაკმაყოფილებლად და არა იმ ამომრჩევლისთვის, რომელმაც მათ ხმა მისცა. ოპოზიციის წარმომადგენლები, მთელ რიგ შემთხვევებში, საკუთარ ამომრჩეველსაც არ სცემენ პატივს“, – აღნიშნა ბრეგაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში